2024 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართა ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა გაიცნეს ცენტრის ისტორია და მიიღეს ინფორმაცია გერმანული ენის კურსების, სტუდენტური საზაფხულო დასაქმებების, პრაქტიკისა და პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ.

ქართულ-გერმანულ ცენტრს სურს მადლობა გამოუცხადოს უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გია ხუბუას, კანცლერს ქალბატონ თეა იმედაძეს, ქალბატონ ნინო თვალთვაძესა და ქალბატონ ლალი ჟორჟოლიანს, მოწვეულ სტუდენტებს და მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ქართულ-გერმანულ ცენტრს გისურვებთ წარმატებებს და მოვუწოდებთ თვალი ადევნოთ ჩვენს სიახლეებს.

0