2012 წლის 23-25 ოქტომბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, გერმანიის ცენტრალური დასაქმების სამსახურის (ZAV-Bonn), საქართველოსთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნი ლიზა ფოიგთი და ჯგუფის მენეჯერი ქ-ნი ნიკოლეტა ჰიულენი. სტუმრები ადგილზე გაეცნენ სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე მუშაობის მიმდინარეობას. ორგანიზება გაუკეთდა შეხვედრას ახალგაზრდებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში მიმდინარე წლის სტუდენტური დასაქმების პროგრამაში. გაიმართა გასაუბრების პირველი ეტაპი გერმანულ ენაში 2013 წლის პროგრამაში მონაწილე მსურველთათვის. მოეწყო საქმიანი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში ქგც-ის თანამშრომლებთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ქალბატონ ირმა ყიფიანთან, გერმანული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენელებთან, გერმანიის ელჩის მოადგილესთან ქ-ნ ჰაიკე გაბრიელთან.

2012 წლის 11-17 მაისს სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდა ბონეტების ოჯახი ქ. ვერტჰაიმიდან. ისინი პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიიწვიეს მათ მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კვების ობიექტებში სამუშაოდ.

2007-20012 წლებში გერმანიაში საზაფხულო არდადეგების დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა. ისინი დასაქმებულნი იყვნენ გერმანიის ქალაქების საწარმოებში, კვების ობიექტებში, სოფლის მეურნეობაში.

2007 წელს დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება გერმანიის სტუდენტურ სასწავლო-სამუშაო ორგანიზაციასთან.(ZAV) გერმანული ენის მცოდნე სტუდენტები დასაქმდებიან სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებზე გერმანიაში.

0