2003 წლიდან ვადერნის საინიციატივო ჯგუფი გერჰარდ და კარინ მიულერების ხელ-ობით, ქართულ-გერმანულ ცენტრთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებებით, რომელთაგან განსაკუთრებით ინტენსივობით გამოირჩევა ჰუმანიტარული მიმართულება:

2013 წლის10-14 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათჳის.“ შემოსული თანხა (1966 ლარი) მოხმარდება ისევ და ისევ საქველმოქმედო აქციას, (სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით დახმარება) რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ქართულ-გერმანულ ცენტრში ვადერნელი გერმანელი მეგობრების უშუალო მონაწილეობით.

2013 წლის10-14 მაისს ქართულ-გერმანილი ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათვის“. აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა წელს პირველად ჩატარდა და შემოსული თანხა (1875 ლარი) მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ადამიანებს. (საკვები პროდუქტებით დახმარება), რომელიც ყოველ წელს შემოდგომაზე იმართება ჩვენი გერმანელი მეგობრების უშუალო მონაწილეობით ქართულ-გერმანულ ცენტრში.

2012 წლის 28 სექტემბერიდან-11 ოქტომბრამდე ქართულ-გერმანულ ცენტრს სტუმრობდამიულერების ოჯახი ქ. ვადერნიდან. გერმანელი მეგობრების დახმარებითა ქგც-ს ორგანიზებითქუთაისში მცხოვრებ 160-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის პროდუქტიდა პირველადი მოხმარების ნივთები. მრავალშვილან ოჯახებს დაურიგდა გერმანელი მეგობრებისგამოგზავნილი თბილი ნაქსოვი ტანსაცმელი და პლედები.

2011 წლის 9-22 სექტემბერს ქართულ-გერმანული ცენტრი მასპინძლობდა ვადერნელ მეგობრებს, კატარინა და გერჰარდ მიულერებს. გერმანელი მეგობრების მიერ შემოწირული თანხით (15 ათასი ლარი) შეძენილი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთი დაურიგდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 180-მდე ოჯახს. რამოდენიმე ადამიანს გაეწია დახმარება სამედიცინო მედიკამენტებით. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა ქალაქის ხელმძღვანელობა.

2011 წლის 19 იანვარს მიულერების ოჯახის მიერ გამოგზავნილი ნაქსოვი ტანსაცმელი, ნივთები და ქ-ნ ანდრეა იოსტის შემოწირულობით შეძენილი პროდუქტები დაურიგდა 32 მრავალშვიალიან და მზრუნველობამოკლებულ ოჯახს. აღსანიშნავია, რომ ქ. ვადერნის მქსოველ ქალთა საზოგადოება მალიზე ადამის ხელ-ობით თითქმის 7 წელია ქუთაისელი ბავშვებისა და მოხუცებისათვის განსაკუთრებული გულისხმიერებითა და სიყვარულით ქსოვს სხვადასხვა სახის ულამაზეს ტანსაცმელებსა და თავშლებს. საქველმოქმედო აქციაში ქალაქის ხელმძღვანელობაც იღებდა მონაწილეობას.

2010 წლის 14-25 სექტემბერს ქართულ-გერმანულ ცენტრში საქველმოქმედო აქციით სტუმრად იმყოფებოდა ქ.ვადერნის საინიციატივო ჯგუფის წევრი ბ-ნი გერჰარდ მიულერი. 150–ზე მეტ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა სხავადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური დანიშნულების ნივთები. პარტნიორობის ფარგლებში კლინიკაში 5 ადამიანს გაუკეთდა უფასო სამედიცინო გამოკვლევა, გერმანული მხარის მხრიდან კი რამოდენიმე შეჭირვებული ოჯახისათვის შეძენილ იქნა ძვირადღირებული დეფიციტური მედიკამენტები.

2010 წლის 8 თებერვალს ქართულ-გერმანულმა ცენტრმა ქ.ვადერნიდან, კარინ და გერჰარდ მიულერების ხელმძღვანელობით გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება (ნაქსოვი ჩასაცმელი ბავშვებისათვის, თავშალები, ტანსაცმელები, სათამაშოები) გადასცა მრავალშვილიან და მარტოხელა ოჯახებს. აქციაში ქალაქის ხელმძღვანელობაც იღებდა მონაწილეობას.

2009 წლის თებერვალში ქ.ვადერნიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ ყრუ-მუნჯთა სკოლა-ინტერნატს, ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილ ადამიანებს.

2008 წლის 28-30 სექტემბერს ქართულ-გერმანულმა ცენტრმა ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარება (ტანსაცმელი, საბნები, თეთრეული, პროდუქტები) გაუწია გორის, ცხინვალისა და ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას.

2007-2008 წ. დეკემბერ-იანვაში გერჰარდ მიულერმა ქუთაისის მერთან ერთად სურსათი და საშობაო საჩუქრები დაურიგა ორმოცდაათამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორის, ცხინვალისა და კოდორის რეგიონებიდან.

2007 წლის ოქტომბრის თვეში ვადერნის საინიციატივო ჯგუფის (ვადერნის ყოვლადწმინდა ეკლესიის მრევლის საინიციატივო ჯგუფი) მიერ გამოგზავნილი სამედიცინო აპარატურა გადაეცა კლინიკა ლ&ჯ, ბავშვთა საავადმყოფოს, მოხუცთა სახლს.

2007 წლის დეკემბერში ქ. ვადერნიდან ჩამოსული ჰუმანიტარული ტვირთი ბ-ნ გერჰარდ მიულერის და ქ. ქუთაისის მერის მონაწილეობით დაურიგდათ თერჯოლის სათნოების სახლის მცხოვრებლებს, ქუთაისის მადლიერების სახლის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ბროწეულას სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ და მრავალშვილიან ოჯახებს.

2006 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ოჯახებს დაურიგდათ სხვადასხვა სახის პროდუქტი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.

2006 წლის სექტემბერში ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრსა და გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგდათ ვადერნიდან ჩამოსული ჰუმანიტარული ტვირთი. (საწოლები, ავეჯი, სამრეცხაოს და სამზარეულოს აღჭურვილობა, ტანსაცმელი, ინვალიდის ეტლები, როლატორები და სხვა უამრავი დასახელების ტვირთი.) მოხუცთა ცენტრს გადაეცა ჰუმანიტარული დახმარება. (ტანსაცმელი, სათვალეები, ხელჯოხები, საქსოვი ძაფები და სხვა)

2006 წლის აგვისტოში ქუთაისის მოხუცთა სახლს, ბავშვთა საავადმყოფოს, ქართულ-გერმანულ ცენტრსა და გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგდათ ქ. ვადერნიდან ჩამოსული ჰუმანიტარული ტვირთი (საწოლები, ავეჯი, სამრეცხაოს და სამზარეულოს აღჭურვილობა, ტანსაცმელი, ინვალიდის ეტლები, როლატორები და სხვა უამრავი დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთი)

2006 წლის ივლისში მრავალშვილიან დედებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები.

2006 წლის თებერვალში ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან სოციალურად ნაკლებადუზრუნველყოფილ ოჯახებს დაურიგდათ ქ. ვადერნიდან გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთი, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი.

2006 წლის იანვარში ბროწეულას სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს ქართულ-გერმანული ცენტრის მიერ გადაეცათ საშობაო საჩუქარი ახალი ტანსაცმელების სახით.

2005 წლის სექტემბერში ქუთაისის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს, ქუთაისის მოხუცთა სახლისა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს გადაეცა ქ. ვადერნიდან გამოგზავნილი სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი. მოხუცთა სახლის მობინადრეებსა და ქუთაისელ ინვალიდებს გადაეცათ ინვალიდის ეტლები და როლატორები.

2004 წლის ნოემბერში ქ. ვადერნის საინიციატივო ჯგუფის მიერ ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცა 200 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა და სხვადასხვა დანიშნულების ინვენტარი.

0