1996 წლიდან დღემდე წარმოებს ახალგაზრდა სპეციალისტების სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში. გერმანიის ქ. დატელნის კლინიკაში ყოველწლიურად სამედიცინო პრაქტიკას გადიან ახალგაზრდა პედიატრები.

კლინიკის ხელმძღვანელის პროფესორ ანდლერის ინიციატივით ახალგაზრდა პედიატრები სტაჟირებას გადიან გერმანიის ქ. დატელნის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკაში, სადაც მათ საშუალება ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს და დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებსა და დამამთვრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება და აიმაღლონ კვალიფიკაცია გერმანიაში.

2011 წლის სექტემბერში პარტნიორობის ფარგლებში ქ. დატელნის კლინიკაში სამთვიანი პრაქტიკით მიწვეული იყო 3ახალგაზრდა ექიმი.

0