1. საზაფხულო არდადეგებზე დასაქმების პროგრამაში (ZAV) მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.
2. საზაფხულო სამუშაოები ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაცემულია გერმანიის ცენტრალური დასაქმების სამინისტროს მიერ. www.zav.de/arbeitsmarktzulassung
3. სტუდენტებს შეუძლიათ მინიმუმ თვენახევრიდან მაქსიმუმ 3 თვის მანძილზე მუშაობა ოფიციალურ სემესტრულ არდადეგებზე.
4. პირველ რიგში საჭიროა გერმანულის კარგი – ძალიან კარგი ცოდნა. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სტუდენტი მზად უნდა იყოს მინიმუმ 1,5 თვე იმუშაოს გერმანიაში. ის ასევე უნდა იყოს მობილიზებული, მონდომებული და მზად, რომ იმუშაოს ყველა სახის სამუშაოზე. განსაკუთრებული სურვილები ადგილთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ მიიღება. არ მიიღება განცხადებები იმ სტუდენტებისაგან, რომელთაც სურთ დასაქმდნენ რომელიმე კონკრეტულ ქალაქში ან სამუშაოზე.
თუკი სტუდენტებს აქვთ მართვის მოწმობა, მათ უნდა შეეძლოთ შესაბამისი ტრანსპორტის ტარება (მსუბუქი, სატვირთო მანქანა, ტრაქტორი.)
5. თუკი თქვენს ქვეყანაში არსებობს ZAV-ის პარტნიორი ორგანიზაცია, თქვენი საბუთები უნდა ჩააბაროთ იმ ორგანიზაციაში – ამ შემთხვევაში ZAV- თან პირდაპირ დაკავშირება არ არის ნებადართული. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ პარტნიორ ორგანიზაციაში.
სრული განაცხადისთვის საჭიროა:
- • 2 ც. სპეციალური ფორმულარი
- • სტუდენტის ცნობა – ორიგინალი
- • 2 ც. ბიომეტრიული სურათი
- • საზღვარგარეთის პასპორტი
6. უნივერსიტეტის ცნობა არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ თქვენ ხართ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტი.
7. თუკი თქვენ განაცხადის გაკეთების შემდეგ, არ გექნებათ სურვილი გერმანიაში გამგზავრებისა და იქ მუშაობის, თუკი თქვენ ავად ხართ, გამოცდა გაქვთ ან სხვაგან მიიღეთ სამუშაო, დროულად უნდა აცნობოთ პარტნიორ ორგანიზაციას, რათა თქვენი ადგილი სხვამ გამოიყენოს.
8. ZAV-ცდილობს ყველა სტუდენტი დააკმაყოფილოს სამუშაოებით. თუმცა გასათვალიწინებელია, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციის ფონზე შესაძლებელია საერთოდ ვერ მიიღოთ შემოთავაზება და მოწვევა გერმანელი დამსაქმებლისაგან. ზოგჯერ დამსაქმებელს არ აკმაყოფილებს თქვენი გერმანული ცოდნის დონე, საზაფხულო არდადეგების ვადები და ხანგრძლივობა, ან კიდევ სამუშაოები უფრო ცოტაა, ვიდრე მსურველი.
რჩევა: სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მოკლე ვადებში ხდება შეტყობინება. ამიტომ თქვენ უნდა იქონიოთ კავშირი ელ.ფოსტით დამსაქმებელთან, რათა დროულად შეიტყოთ თქვენი შანსების შესახებ. მესამე პირს ინფორმაცია ადგილების შესახებ არ გადაეცემა.
9. მიაქციეთ ყურადღება, რომ საბუთები იყოს სრულყოფილად შევსებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილება თქვენი საბუთები. დაგვიანებით მიღებული ან არასრულყოფილად შევსებული საბუთები არ განიხილება.
საქართველოს შემთხვევაში საბუთების მოწოდება უნდა მოხდეს პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით. (საქართველოს შემთხვევაში ZAV- ის ოფიციალური პარტნიორია ქართულ-გერმანული ცენტრი.)
10. როცა სამუშაო ადგილს მიიღებთ, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ხართ თუ არა თანახმა. თუკი სამუშაო ადგილი არ მოგწონთ, თქვენი მეორადი განცხადება აღარ განიხილება. აქვე გაცნობებთ, რომ ამ შემთხვევაში მეორედ მოწვევის შანსიც საკმაოდ მცირეა. შემოთავაზების, მოწვევის მიღების შემთხვევაში თქვენ პირადად უნდა დაუკავშირდეთ (ელ.ფოსტით ან სატელეფონო საშუალებით) დამსაქმებელს და მოიკითხოთ თქვენი სამუშაო პირობები, მიწეროთ ან დაუსვათ მას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები სამუშაოსთან დაკავშირებით. შესაძლებელია, რომ დამსაქმებელმა თვითონ დაგირეკოთ, რათა თქვენ გაგესაუბროთ და გაგიცნოთ. იმ შემთხვევაში თუკი დამსაქმებელს თქვენი გერმანული ენის ცოდნა არ დააკმაყოფილებს თქვენ სამწუხაროდ, საკმაოდ ნაკლები შანსი გექნებათ სხვა დამსაქმებლისაგან მიიღოთ შემდგომი შემოთავაზება.
11. თქვენ იმუშავებთ იქ, სადაც სხვები ისვენებენ – ეს არის გერმანიის დასასვენებელი სანაპირო, ბავარია, ბადენ-ვიურტენბერგ- შვარცვალდი და სხვ. უმეტესად სამუშაო ადგილები არის სასტუმროში და გასტრონომიაში, (მაკდოლადსი, რესტორანი, სწრაფი კვება) დასუფთავების ობიექტებზე, სოფლის მეურნეობაში და სხვ.
ყველა სტუდენტი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. სასტუმროში და გასტრონომიაში თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ სერვისში, სამზარეულოში, სალაროსთან, დამლაგებლად სასტუმროს ან კვების ობიექტის დასუფთავების სფეროში. აქ თქვენ გჭირდებათ გერმანულის კარგი ცოდნა. მუშაობის გამოცდილება ერთგვარ უპირატესობასაც განიჭებთ. თუკი თქვენი გერმანული არც ისე კარგია, უმჯობესია იმუშაოთ სოფლის მეურნეობაში.
12. სამუშაოების შესრულებისას თქვენ არ უნდა დაზოგოთ თქვენი ძალღონე, უნდა იყოთ ძალიან თავაზიანი, მომღიმარი სახით უნდა გამოხატავდეთ ყველას მიმართ კეთილგანწყობას, უნდა ესალმებოდეთ კოლეგებს, თუნდაც არ იცნობდეთ, მიეხმაროთ დამსაქმებელს და შეასრულოთ დამატებითი სამუშაო, შესაძლებელია, რომ დამატებით იმუშაოთ შაბათ-კვირას, ან დღესასწაულებზე, რაც აგინაზღაურდებათ. შესაძლებელია ასევე, რომ დასვენების დღე შაბათ-კვირას არ დაემთხვას. კატეგორიულად გეკრძალებათ სამუშაოს გაცდენა ან დაგვიანება. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სამუშაოდან გათვისუფლებით მთავრდება.
რიგ სამუშაოებზე, ცუდ ამინდის პირობებში შეიძლება დამსაქმებელმა ვერ დაგასაქმოთ იმდენი საათით, როგორც თქვენ გსურთ. აქედან გამომდინარე, თქვენ ნაკლები ანაზღაურება გექნებათ. დამსაქმებელი მოითხოვს თქვენგან, რომ სამუშაო კარგად შესრულდეს. თავისუფალ დღეებში, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ გართობის საშუალება. თქვენ მუშაობა მოგიწევთ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც, რაც ძალიან სასიამოვნოა და ასევე კარგი საშუალება გამოცდილების მისაღებად. თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით და თუ თქვენ პრობლემა შეგექმნებათ, უნდა მიმართოთ დამსაქმებელს, განიხილოთ მასთან წარმოქმნილი პრობლემა და პირადად უნდა მოაგვაროთ.
რჩევა: ხელშეკრულების გაფორმება დასაქმებაზე შეიძლება მოხდეს როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერი შეთანხმებით. ZAV გირჩევთ, რომ ხელშეკრულება სამუშაოზე მოითხოვოთ წერილობითი ფორმით, რომელშიც მითითებული იქნება სამუშაო საათების რაოდენობა, ხელფასი, მუშაობის დროები დ.ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტს წინასაწარი გაცნობისა და წაკითხვის გარეშე. სასურველია ჩასვლამდე ან ჩასვლისთანავე ადგილზე მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს დასაქმებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომში წარმოქმნილ რაიმე პრობლემაზე მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.
13. ზოგიერთი დამსაქმებელი თვითონ სთავაზობს სტუდენტებს დაბინავებას და მოვლას, რისთვისაც თანხას იღებს თქვენი ხელფასიდან. შესაძლებელია, რომ ოთახი ან ბინა სხვა სტუდენტებთან ერთად აიღოთ. თუკი დამსაქმებელი დაბინავებას ვერ გთავაზობთ, მაშინ ბინის მოძიება უნდა უზრუნველყოთ პირადად. გაითვალიწინეთ, რომ სამუშაოზე და აგრეთვე ბინაშიც კატეგორიულად გეკრძალებათ ხმაური, დღესასწაულების მოწყობა, ალკოჰოლური სასმელის მიღება. შესაძლებელია დამსაქმებლმა ან ბინის მეპატრონემ თქვენს გარეშე მოინდომოს ბინის შემოწმება, ამიტომ თქვენი საცხოვრებელი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ.
14. თქვენი ანაზღაურება შეესაბამება თქვენს სამუშაო პირობებს და გერმანიაში არსებულ სამუშაო წესებს. უცხოელი სტუდენტები, რომლებიც იგივე სამუშაოს ასრულებენ, ღებულობენ იგივე ანაზღაურებას, როგორსაც გერმანელი სტუდენტები.
15. თუკი თქვენ სამედიცინო დაზღვევა არ გაგაჩნიათ, ვალდებული ხართ გერმანიაში გამგზავრებამდე გააკეთოთ ის.
აუცილებელია: გერმანიაში ჩამოსვლისას თან იქონიოთ სტუდენტური ცნობა უნივერსიტეტიდან თქვენი დამსაქმებლისათვის, რომელიც მას თქვენი ანაზღაურებისათვის სჭირდება.
16. ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ საკონსულო-სავიზო განყოფილებას, თან უნდა იქონიოთ საზღვარგარეთის პასპორტი და ცნობა დასაქმების შესახებ ZAV –დან, რომელიც თქვენ ამავდროულად მუშაობის უფლებას გაძლევთ. (პ.ს. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს და მათშორის ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ვიზა აღარ ესაჭიროებათ)
17. გერმანიაში ჩამოსვლიდან 8 დღის მანძილზე უნდა გამოცხადდეთ დამსაქმებლის ბიუროში ან ქალაქის მმართველობის ცენტრში, რათა მოხდეს თქვენი რეგისტრაცია.
18. მგზავრობის ხარჯები თქვენ უნდა გაიღოთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაბინავება იაფი არ არის. თუკი თქვენ სოფლის მეურნეობაში, გასტრონომიაში იმუშავებთ, შესაძლებელია რომ დამსაქმებელმა მოგცეთ ბინა (თანხის წინასწარი გადახდით. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია თანხა ხელფასიდან ჩამოგეჭრათ.) ან დაგეხმაროთ მის მოძებნაში. ზოგიერთ სამუშაო სფეროში (მაგ. გასტრონომია, საკვები პროდუქტების დამუშავება) თქვენ მოგეთხოვებათ ექიმის მიერ გამოკვლევა, (ჯანმრთელობის ცნობა) რისთვისაც ხარჯები თქვენ უნდა გაიღოთ.
19. შესაძლებელია თქვენს სამშობლოში გააკეთოთ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც გერმანულ სტანდარტებს შეესაბამება. ხშირად დამსაქმებელი თანახმაა აგიყვანოთ სამუშაოზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაზღვეული ხართ ასევე უბედური შემთხვევის დროს, ამიტომ შესაბამისი სამგზავრო დაზღვევა გააფორმეთ სამშობლოში.
საპენსიო დაზღვევა: თუკი თქვენ გერმანიაში ორ თვეზე მეტს იმუშავებთ, ვალდებული ხართ გადაიხადოთ საპენსიო დაზღვევა.
გამონაკლისი: თუ თქვენ თვეში 400 ევროზე ცოტას გამოიმუშავებთ, საპენსიო დაზღვევიდან თავისუფალი ხართ.
Partneroganisationen ZAV: