გადარჩა სრულიად უცხო ადამინების დახმარებითა და თანადგომით. მადლობა გერმანელ ხალხს და სრულიად გერმანიას. მადლობა მათ, ვისაც სიკეთე და ქველმოქმედება ცხოვრების წესად აქვთ ქცეული.
5 სექტემბერს ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნეთ ქართულ–გერმანული ცენტრის მოსწავლის, ჯონი ალკადის ისტორია. ჯონი ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოებისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაზაფხულზე სამი თვით გაემგზავრა გერმანიაში, ერთ–ერთ გიმნაზიაში სასწავლებლად. მალე ის ძლიერი ტკივილების გამო საავადმყოფოში მოხვდა და დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი – ლიმფური კვანძების სიმსივნე. სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო დიდძალი თანხა, 170 000 ევრო. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი იყო მკურნალობის ხარჯების საკითხი, ქალაქ ჰომბურგის კლინიკამ დაუყონებლივ დაიწყო ჯონის მკურნალობა. მასპინძელმა ოჯახმა, ქალბატონმა საბინე და ბატონმა ჰანს თეობალდმა ჯონი საკუთარი შვილივით მიიღო და ამ მძიმე სიტუაციაში იკისრა მასზე მზრუნველობა. ზაარლანდში გერმანულ–ქართული საზოგადოების თავმჯდომარის, ქალბატონი გიზელა ჰაილის უდიდესი ძალისხმევით, ზაარის ბავშვთა ფონდისა და გერმანიის კარიტასის დახმარებით შესაძლებელი გახდა ჯონი მკურნალობის ხარჯების შეგროვება. დღეს ჯონი გამოჯანმრთელების გზაზეა და ის დეკემბერში სამშობლოს დაუბრუნდება.
https://www.facebook.com/209117772551950/photos/pcb.558200090977048/558200034310387/?type=3&theater