საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

ქ. ვადერნში არსებობს მქსოველ ქალთა საზოგადოება,(თავმჯდომარე მალიზე ადამსი) რომლის წევრი ქალბატონები უკვე 13 წელია, უდიდესი სიყვარულით ქსოვენ ულამაზეს ნივთებს ქუთაისის მოსახლეობისათვის. ყოველ წელს ამ ნივთების უმეტესობა მიულერების ოჯახისა და ქართულ–გერმანული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით საჩუქრად გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პარალელურად, უკვე სამი წელია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა „გერმანელი მეგობრები ქუთაისისათვის“. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ყოველ წლის შემოდგომაზე მიულერების ოჯახის უშულო მონაწილეობით გადაეცემათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები.

0