ქართულ-გერმანული ცენტრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მარტო ქართულ-გერმანული ცენტრის მსმენელებს, არამედ ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებსაც! არ გამოტოვოთ ეს შანსი!

2020 წლის 14 მარტს ქართულ-გერმანულ ცენტრში მოსწავლეებისათვის ტრადიციულად ჩატარდება გერმანული ენის შესარჩევი კონკურსი გერმანიაში სამთვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
წელს, ქართულ-გერმანული ცენტრი განსაკუთრებულ შესაძლებლობას გთავაზობთ! საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მარტო ქართულ-გერმანული ცენტრის მსმენელებს, არამედ ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებსაც. მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა 3 თვის მანძილზე იცხოვრონ გერმანულ ოჯახებში, ისწავლონ გერმანულ სკოლაში, გაიცნონ გერმანული კულტურა, ეზიარონ ევროპულ ფასეულობებს და ამავე დროს წარმოაჩინონ საქართველო, თავისი ისტორიითა და ტრადიციებით.

გვიხარია და გვეიმედება, რომ გამარჯვებულთა მთავარი მასპინძელი ზაარბრუკენში იქნება ზაარლადის ქართულ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე და ცენტრის დიდი მეგობარი ქალბატონი გიზელა ჰაილი, რომელიც უკვე წლებია, რაც ზრუნავს ახალგაზრდების ევროპულ განათლებასა და წარმატებაზე და რომლის პატრონაჟითაც ტარდება კონკურსი გერმანულ ენაში.

ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებასა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სამი თვის მანძილზე IX-XI კლასის მოსწავლეების სწავლასა და ცხოვრებას გერმანიაში, 2001 წელს გაფორმდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე- 9,10,11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად, ან ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას. (A2+, B1, B2 დონე)
მსურველებმა მოგვაწოდეთ დაწვრილებითი ავტობიოგრაფია სურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე:
gdzkutaissi@yahoo.de
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.03.2020
გისურვებთ წარმატებებს ! 

0