2022 წლის 26 სექტემბერს კომპანია „მეიჯერელ საქართველომ“ და ქართულ-გერმანულმა ცენტრმა ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისში მცხოვრებ 100 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასკოლო ჩანთები და საჭირო ინვენტარი გადასცეს.
ღონისძიება გამორჩეულად თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა — ბავშვებს არა მხოლოდ სასკოლო ნივთები, არამედ მრავალფეროვანი ტკბილეულიც დაურიგდათ, რამაც მათი სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გაახალისა.

ქართული-გერმანული ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროპაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან — „მეიჯერელ საქართველოსთან“. არაერთი ჩვენი კურსდამთავრებული დღეს უკვე ამ წარმატებული კომპანიის გუნდის ღირსეული წევრია.

განსაკუთრებული მადლობა „მეიჯერელ საქართველოს“ თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური გამოხატვისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში კიდევ ბევრ ასეთ ორგანიზაციას ვიხილავთ — რომლებიც განათლებასა და სიკეთეს სამომავლო განვითარებისა და წარმატების მთავარ საყრდენად მიიჩნევენ.

0