უკვე 4 წელია, ქართულ-გერმანულ ცენტრსა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, „მეიჯერელ საქართველოს,“ მეგობრული ურთიერთობა გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ცენტრის გერმანული ენის კურსის მოსწავლეებს „მეიჯერელის“ სახელობის სტიპენდია ეძლევათ. ❤️

15 ნოემბერს „მეიჯერელ საქართველოს“ ქუთაისის ოფისმა უმასპინძლა ქართულ-გერმანული ცენტრის ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებს, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისის ფილიალის მსმენელებს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სტიპენდიატები ეწვივნენ კომპანიის ოფისს, ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პროცესს და მიიღეს მეტი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. ❤️

შეხვედრის დასასრულს კომპანიის ხელმძღვანელობამ სტიპენდიატებს გადასცა სამახსოვრო, ბრენდირებული საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ „მეიჯერელის“ წარმატებული გუნდის წევრთა უმრავლესობა ჩვენი ცენტრის კურსდამთავრებულია.

0