2023 წლის 15 სექტემბერს, კომპანიის „Majorell Georgia“ და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, კვლავ ჩატარდა უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც ასამდე სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და საჩუქრები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის „Majorell Georgia“ თანადგომით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მეხუთე წელია წარმატებით ხორციელდება და ბევრი ბავშვისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი სასიამოვნო და მოტივირებული ხდება.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს — კომპანიას „Majorell Georgia“ — მუდმივი მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

ასევე მადლობას ვუხდით ქალაქის ხელმძღვანელობას, სოციალურ სამსახურს, სპორტის სასახლის ადმინისტრაციასა და, რა თქმა უნდა, ქართულ-გერმანული ცენტრის გუნდს, შეუდარებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.

გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!

0