2023 წლის ახალ სასწავლო და სამუშაო სეზონს ქართულ-გერმანული ცენტრი კვლავ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერით იწყებს. უკვე 23 წელია, ჩვენი ცენტრის ერთგული მხარდამჭერი — კოლბეკების ოჯახი, რომელიც დღემდე რჩება ქართველი ხალხის მეგობრად — უანგაროდ აგრძელებს ქველმოქმედებასა და თანადგომას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
2023 წლის ოქტომბერში ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- 
05 ოქტომბერი – 85 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის ახალი ტანსაცმლის გადაცემა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის; 
- 
06 ოქტომბერი – ფინანსური დახმარების გადაცემა ქუთაისში მცხოვრები 88 სოციალურად შეჭირვებული ბავშვისთვის; 
- 
07 ოქტომბერი – საგანმანათლებლო და შემეცნებითი ექსკურსია დღის ცენტრის ბავშვებისთვის ჭიათურაში; 
- 
13 ოქტომბერი – დასასვენებელი და გასართობი დღე გაბაშვილის სახელობის პარკში. 
ქართულ-გერმანული ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
- 
კოლბეკების ოჯახს — მრავალწლიანი თანადგომის, უანგარო ქველმოქმედებისა და ადამიანური სითბოსთვის; 
- 
ქალაქის ხელმძღვანელობასა და სოციალურ სამსახურს — მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის; 
- 
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას — აქტიური ჩართულობისა და მზადყოფნისთვის; 
- 
და, რა თქმა უნდა, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს — პროფესიონალიზმისა და გამორჩეული შრომისთვის. 
ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მისიის შესრულებას იქ, სადაც სითბო, მზრუნველობა და დახმარება ყველაზე მეტად არის საჭირო.


 
				
		