ქართულ-გერმანულ ცენტრში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში პანდემიით გამოწვეული ხუთწლიანის პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა.
ჩვენი ცენტრის პროგრამის მთავარი მასპინძელი კვლავ ქ. ზაარბრიუკენში, გერმანელ ოჯახებთან ერთად, იქნება ქალბატონი გიზელა ჰაილი — ზაარლანდის ქართულ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე და ჩვენი ცენტრის დიდი მეგობარი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ზრუნავს ახალგაზრდა ქართველების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობაზე.
პარტნიორობის ხელშეკრულება ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებასა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის 2001 წელს გაფორმდა. მისი ფარგლებში, IX–XI კლასის მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის მანძილზე იცხოვრონ გერმანულ ოჯახებში, ისწავლონ გერმანულ სკოლაში, გაეცნონ გერმანულ კულტურას, ეზიარონ ევროპულ ფასეულობებს და წარმოაჩინონ საქართველო თავისი ისტორიითა და ტრადიციებით.
ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მრავალი ქართველი მოსწავლე სარგებლობდა გერმანიაში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული გამოცდილებით.
გუნდური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კოლეჯ „სიო“-ს დირექტორს ქალბატონ ციცინო ნემსიწვერიძესა და დამფუძნებელს ქალბატონ სალომე სიორდიას.
გაიცანით პროგრამის გამარჯვებული მოსწავლეები:
-
ელისაბედ ღვინიანიძე
-
გეგი თვალთვაძე
-
ნიკოლოზ კლდიაშვილი
-
დავით კოკელაძე
-
მარიამ გოგორიშვილი
მოვუსურვოთ მათ წარმატებები და პიროვნული ზრდა ევროპულ სივრცეში!