უკვე ექვსი წელია, კომპანია „მეიჯერელ საქართველო“, ხოლო ამჟამად კომპანია „ტელეპერფორმანსი“, ქართულ-გერმანულ ცენტრთან ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციას ატარებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სასკოლო ნივთებს გადასცემს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2024 წლის სასწავლო წლის დაწყება რეგიონის 100 ბავშვისთვის, რომლებიც ახალ სასწავლო მასალებითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვნენ.

სასკოლო ჩანთებთან და საგანმანათლებლო ნივთებთან ერთად, „ტელეპერფორმანსის“ გუნდმა ბავშვებსა და მათ მშობლებს სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობებით დატვირთული დაუვიწყარი დღე აჩუქა.

ქართულ-გერმანული ცენტრი დიდ მადლობას უხდის ქალაქის ხელმძღვანელობას, სოციალურ სამსახურსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.

ყველას ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

0