ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანელი მეგობრები, კოლბეკების ოჯახი, უკვე 24 წელია ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ.

  • 30.09.2024 – ფინანსური დახმარება გადაეცა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების 75 ბავშვს.

  • 01.10.2024 – ახალი ტანსაცმელი გადაეცა ქუთაისის დღის ცენტრისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების 102 ბავშვს.

  • 04.10.2024 – გაბაშვილის სახელობის პარკში ბავშვებმა შეძლეს ანტრაქციონებით სარგებლობა და მხიარული დღის გატარება.

  • 05.10.2024 – დღის ცენტრის ბავშვებისთვის მოეწყო ექსკურსია გურიაში.

ქართულ-გერმანული ცენტრი გულითად მადლობას უხდის კოლბეკების ოჯახს მათი მუდმივი მხარდაჭერისა და კეთილი ნებისთვის.

0