2024 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა გაიცნეს ცენტრის ისტორია და მიიღეს ინფორმაცია გერმანული ენის კურსების, სტუდენტური საზაფხულო დასაქმების, პრაქტიკისა და პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ.

ქართულ-გერმანული ცენტრი გულითად მადლობას უხდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ბატონ შალვა კირთაძეს, მოწვეულ სტუდენტებს, ასევე მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურს თანამშრომლობისა და ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის.

ქართულ-გერმანული ცენტრი გისურვებთ წარმატებებს და მოგიწოდებთ, თვალი ადევნოთ ჩვენს მომავალ სიახლეებს.

0