ქუთაისის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობისა და დახმარების სურვილით, ჩვენი გერმანელი მეგობრები — კოლბეკების ოჯახი — ტრადიციულად კვლავ ესტუმრნენ ქართულ-გერმანულ ცენტრს. 🇬🇪🇩🇪

გელზენკირხენის გერმანულ-ქართული ცენტრის ხელმძღვანელმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ ბატონმა როლანდ კოლბეკმა და მისმა ვაჟმა, ბატონმა ანდრეას კოლბეკმა, მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ 95 ბავშვს გადასცეს ახალი ტანსაცმელი და ტკბილეული.

ქართული-გერმანული ცენტრი გულწრფელ მადლობას უხდის კოლბეკების ოჯახს მრავალწლიანი მეგობრობისა და თანადგომისთვის, რაც წარმოადგენს ქართულ-გერმანული მეგობრობისა და ჰუმანური ღირებულებების თვალსაჩინო მაგალითს.

0