ქართული-გერმანული ცენტრი აგრძელებს ქველმოქმედების ტრადიციას გერმანელ პარტნიორებთან ერთად.

✅ 2025 წლის 3 ოქტომბერს დღის ცენტრის 40 ბენეფიციარმა ბავშვმა მიიღო განსაკუთრებული საჩუქარი — საგანმანათლებლო ექსკურსია გორში, რომლის ფარგლებში მათ მოინახულეს უძველესი ისტორიული ღირსშესანიშნაობები: უფლისციხე და ქვახვრელი.

✅ 2025 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 62 ბავშვს გადაეცა ფინანსური დახმარება საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკვე 25 წელია უწყვეტად გრძელდება და ემსახურება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

✅ განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა ასევე ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის გამართული ღონისძიება გაბაშვილის სახელობის პარკში, სადაც მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.

ქართული-გერმანული ცენტრი გულწრფელ მადლობას უხდის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ მურად ჯიშკარიანს, და ქალაქის სოციალური მომსახურების სამსახურს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს მრავალწლიანი ერთგულებისა და სიკეთისთვის, რომელიც ასახავს ქართულ-გერმანული მეგობრობის ჭეშმარიტ სულს.

0