ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. საზეიმო ღონისძიება კომპანიის ქუთაისის ოფისის ტერასაზე, 15 სექტემბერს გაიმართა სადაც 50 ბავშვს აუცილებელი სასკოლო ინვენტარი (ჩანთები, კალმები, ფანქრები, საანგარიშო, მოძრავი ანბანი, გლობუსი და ა.შ) საჩუქრად გადაეცათ.
მეიჯერელ საქართველოს გუნდმა ბავშვების გართობაზეც იზრუნა; ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავ ღონისძიებას ბენეფიციარები, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 6-დან 19 წლამდე მერყეობს, მშობლებთან ერთად დაესწრნენ. სპეციალურად მოწვეულმა ანიმატორებმა ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, მათ შორის სოციალური სამსახური და სტუმრები ქართულ-გერმანული ცენტრიდან.
პროექტი GDZ-ის დახმარებით, მეიჯერელ საქართველომ განახორციელა. ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და მათზე ქუთაისის სოციალური დახმარების სამსახური ზრუნავს.