უდიდეს გერმანულ კონცერნთან „BayWa AG“ თანამშრომლობის ფარგლებში ქართულ–გერმანული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო საქმის, ბიზნეს  მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

პრაქტიკის გავლა შესაძლებელია 6-დან 12 თვემდე (პრაქტიკის  ხანგრძლივობა შეთანხმებული იქნება ინდივიდუალურად, თითოეულ კანდიდატთან) შემდეგ ქალაქებში: აუგსბურგი, მიუნხენი, პასაუ, ფიურტი, ნარბურგი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და  კანდიდატებს ზემოთ აღნიშნული სპეციალობებით, ასევე იმ  პირებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს უმაღლესი სასწავლებელი 2021-2022 წწ.

პრაქტიკის ფარგლებში ყოველთვიური ანაზღაურება  შეადგენს 2000 ევროს (Brutto) თვეში

გერმანული მხარე შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსებს მგზავრობის ხარჯებს (ორივე გზის ავია – ბილეთი) და საელჩოში ვიზიტის საფასურს.

გერმანიაში პრაქტიკის მიღების მსურველებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: gdzpraktikum@gmail.com

0