ქართულ–გერმანული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთწლიან პრაქტიკას გერმანიაში Mc Donald´s-ის და ბურგერკინგის რესტორნებში. აგრეთვე 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროების ქსელში.
ჩვენი პარტნიორები არიან სხვადასახვა ქალაქების Mc Donald´s-ის, სავაჭრო ქსელების, რესტორნების და სასტუმროების მფლობელები, რომელთთანაც 2007 წლიდან დღემდე წარმატებით ვახორციელებთ სტუდენტთა დასაქმების პროგრამას საზაფხულო არდადეგების დროს.
ექვსი თვიდან ერთ წლამდე პრაქტიკა შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: მიუნხენი, შტუტგარდი, ჰამბურგი, ჰანოვერი, ულმი, ვერტჰაიმი, (ფრანქფურტთან ახლოს) პაინე, ბრაუნშვაიგი, შვერინი და სხვ.
ერთ წლიანი პრაქტიკა მოიცავს 169 სამუშაო საათს თვეში და ანაზღაურება საათში და იწყება 9 ევროდან. გერმანიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება გერმანული სამედიცინო დაზღვევითა და რიგ ქალაქებში ბინით.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა და სავალდებულო საბუთები:

  • • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ეკონომკის, ტურიზმისა და კვების ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ 2 სასწავლო კურსი.

აუცილებელია:

  • • გერმანულ ენის ცოდნა მინიმუმ A2+ დონეზე
  • • CV ფოტოსურათით გერმანულ ენაზე სურათით
  • • სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე, სადაც აღწერილი იქნება დასაქმების მიზანი და სასურველი პერიოდი

გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

  • • სტუდენტის ცნობა (Immatrikulationsbescheinigung)
  • • პასპორტის ასლი
  • • ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან
  • • სამოგზაურო დაზღვევა
  • • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი

პირველ ეტაპზე სავალდებულოა მხოლოდ CV და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა, რის შემდეგაც შემდეგ მოხდება კანდიდატთან პირადად დაკავშირება და გასაუბრება. გერმანული ენის სერთიფიკატი აუცილებელი არ არის.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, კანდიდატთან პირადად დაკავშირება და დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვემოთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე გამოიგზავნება განცხადებაში მითითებული პირველადი აუცილებელი დოკუმენტაცია.
გერმანიაში პრაქტიკის მიღების მსურველებს შეუძლიათ CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: gdzpraktikum@gmail.com
თქვენი GDZ Team

0