2002 წლიდან ზაარბრიუკენის გერმანულ-ქართული საზოგადოების მიერ ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრთან ერთად ხორციელდება მოსწავლეთა პროგრამა, მე-9, 10, 11 კლასელთათვის, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში გამგზავრებას, სამი თვის განმავლობაში მოსწავლეთა ცხოვრებას გერმანულ ოჯახებში და საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, შესაბამის გიმნაზიებში სწავლას.
კონკურსის მიზანია ქართულ-გერმანულ ურთიერთობათა გაღრმავება, გერმანული ენისა და კულტურის პროპაგანდა, ქართველი ახალგაზრდობისათვის თანამედროვე ევროპული სასკოლო სისტემის გაცნობა.
მოსწავლეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების დროს, გერმანულ მხარესთან შეთანხმებით, ადგენს ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელობა. შერჩევა ხდება კონკურსგარეშეც, გერმანული მხარის თხოვნის საფუძველზე პერიოდულად.
ცვლილებები კონკურსის დებულებაში შეაქვს გერმანულ მხარეს ქართულ მხარესთან
შეთანხმებით.
კონკურსში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • 1. გერმანული ენის კარგი ცოდნა A2, B1, B2
  • 2. ზოგადი განათლება
  • 3. კომუნიკაბელურობა და საზოგადოებრივი აქტივობა
  • 4. თავისუფალი აზრის გადმოცემის შესაძლებლობა
  • 5. ინდივიდუალიზმი

კონკურსის შესახებ ქგც-ს მიერ კეთდება განაცხადი სკოლისა და სასწავლებლის დირექტორებთან და გერმანული ენის სპეციალისტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის კანდიდატურებზე რეკომენდაციების მიცემას.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად, წინასწარ შედგენილი ტესტების საფუძველზე:

  • • წერილობითი
  • • ზეპირი

კონკურსში მონაწილეთა ნაშრომების შედგენას, შეფასებასა და გასწორებაში უშუალოდ მონაწილეობს გერმანული მხარე და იღებს გადაწყვეტილებებს ქგც-ს სპეციალისტებსა და ხელმძღვანელობასთან ერთად.
მოსწავლეთა ცოდნის შედეგების შეჯამებისას ერთნაირი ქულების რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ ქგც-ს გერმანული ენის კურსების მსმენელებს.

გამარჯვებული მოსწავლეები პირადად უზრუნველყოფენ სამგზავრო, სამედიცინო დაზღვევის და ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებების ხარჯებს.
მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან არადამაკმაყოფილებელი შეფასების შესახებ პრეტენზიები განიხილება მხოლოდ კონკურსის შედეგების გამოცხადების მომენტში.

მოსწავლეთა წერილობითი ნაშრომების გადამოწმება ხდება მხოლოდ ადგილზე.

კონკურსის მონაწილეთა საკონკურსო ნაშრომები არ გაიცემა.

ქგც-ს მიერ გაწეული მუშაობისათვის, გამარჯვებული მოსწავლეები გაიღებენ შემოწირულობას.

შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი

0