2021 წლის 17 ივნისს ქართულ-გერმანულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჰუბერტ ქნირში. ბატონი ელჩი სიამოვნებით შეხვდა და ესაუბრა მეიჯერელის სახელობითი სტიპენდიის მქონე მსმენელებს, განსაკუთრებით აღნიშნა „მეიჯერელ საქართველოს“ როლი გერმანული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის და განვითარების საქმეში, მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას და მათ წარმომადგენელს – ქალბატონ სოფიო რუხაძეს ქართულ-გერმანული ცენტრის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის. საპატიო სტუმარმა კიდევ ერთხელ მიულოცა ცენტრს 25 წლის იუბილე, ისაუბრა იმ დიდ წვლილზე, რაც ქართულ-გერმანულ ცენტრს შეაქვს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთირთობების განვითარებაში; მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის ქალბატონ ნანა მეგრელიშვილს, ქართულ-გერმანული ცენტრის დიდ, მეგობრულ ოჯახს, ამავდროულად, სრული მზადყოფნა გამოთქვა, პარტნიორობის ფარგლებში, ტრადიციულად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს მომავალი ურთიერთობები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის.

0